logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მნიშვნელოვანია, მაღალი ხარისხის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გვქონდეს!
- +

22 იანვარი. 2018. 21:39


 

„ზოგადად მიწათსარგებლობის გენერალური დოკუმენტის არსებობა და მიღება ძალიან მნიშვნელოვანია. ქალაქის გრძელვადიანი და სწორად განვითარებისთვის აღნიშნული დოკუმენტი უნდა არსებობდეს. ეს დოკუმენტი იქნება ქალაქის ერთგვარი კონსტიტუცია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა. კალაძემ მიწათმოქმედების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სითი ინსტიტუტის" მიერ მომზადებულ დოკუმენტს ხარვეზები ჰქონდა.


„ამ დოკუმენტზე მუშაობა ორ წელზე მეტია რაც დაიწყო. შედგებოდა 6 ეტაპისგან. 5 ეტაპი ამ დოკუმენტაციის უკვე მოწოდებულია, ხოლო მე-6 ეტაპი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი გარკვეულ ხარვეზებს შეიცავს. გენერალური გეგმის მე-6 ეტაპი საკმაოდ მოცულობითია. დანარჩენ 5 ეტაპი, რომელიც იყო „სითი ინსტიტუტის" მიერ წარმოდგენილი ყველა მიმართულებით ეკოლოგიის, ზონირების, ტრანსპორტის კუთხით ეწერათ, რომ მე-6 იქნებოდა ძირითადი დასკვნითი მიმართულება, რომელიც ჩვენ ვერ მივიღეთ. შესაბამისად, ჩავთვალეთ რომ ეს დოკუმენტი, არასრულყოფილია. „სითი ინსტიტუტთან" გვქონდა შეხვედრა. მათ გვთხოვეს, დოკუმენტის სრულყოფილებისთვის დაახლოებით 45 დღე, დავთანხმდით, რომ გააგრძელონ მუშაობა, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ხარისხის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა გვქონდეს. ამის გამო ჩავრთეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტები. ამ ადამიანებს აქვთ გამოცდილება. საუკეთესო ქვეყნებში ნამუშევარი ხალხის მოსაზრებები, ხედვები უნდა გავიზიაროთ", - განაცხადა კალაძემ.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner