logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბატონი დავითის ოჯახის პრობლემა მოწესრიგდება!
- +

22 იანვარი. 2018. 21:58



„დავით სოკოლოვთან დაკავშირებით სიუჟეტი მეც ვნახე. ჩემთვისაც, ძალიან სენსიტიური საკითხია", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.


„ბინის პრობლემას რაც შეეხება, ვიცი რომ ბევრი ადამიანია ასე დაზარალებული, ეს სერიოზული პრობლემაა. ასევე არიან დაზარალებულები ბინათმესაკუთრეობის კოოპერატივებიდან. დაახლოებით 3 ათასი ოჯახია ასეთ მდგომარეობაში. ეს ადამიანები წლების განმავლობაში სახელმწიფოსგან ელოდებიან გადაწყვეტილებას, საცხოვრებელ ფართებთან დაკავშირებით. მე მინდა თქვენი ეთერის საშუალებით დავპირდე მოსახლეობას, რომ ეს პრობლემა ჩემი მერობის პირობებში იქნება მოგვარებული. ყველა იმ ოჯახს ვისაც დღეს ამ მიმართულებით გააჩნია პრობლემები, ყველაფერს გააკეთებს მერია, მერი რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ. რა თქმა უნდა, ბატონი დავითის ოჯახის პრობლემაც იქნება მოწესრიგებული", - განაცხადა კალაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner