logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჯიხურები, რომლებიც პრობლემას შექმნიან მოიხსნება!
- +

22 იანვარი. 2018. 22:14



თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ქალაქში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ერთ-ერთ პრობლემას ე.წ. თამბაქოს ჯიხურები წარმოადგენს.


„თამბაქოს ჯიხურებზე გაფორმებული იყო საიჯარო ხელშეკრულებები, რომელიც დასრულებულია. ჩვენ დავიწყეთ არსებული ხელშეკრულებების შესწავლა. დღეის მდგომარეობით არის დროებითი ხელშეკრულებები თებერვლის ბოლომდე. რაც შეეხება ჯიხურების ადგილმდებარეობას, ისინი ტროტუარებზეა და არა მანქანის სავალ გზაზე.  კანონში თამბაქოს კონტროლის შესახებ პირდაპირ არის გაწერილი, რომ სასწავლო დაწესებულებებიდან თამბაქოს გაყიდვა დაახლოებით 50 მეტრის მოშორებით უნდა ხდებოდეს. თუ რაიმე ხარვეზს გამოვავლენთ, აღნიშნულ ჯიხურებს ავიღებთ. ჯიხურები, რომლებიც პრობლემას შექმნიან ყველა მოიხსნება!" - განაცხადა კალაძემ.









 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner