სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვნებმა ინტელექტუალურ კონკუსში - „რა? სად? როდის?" მიიღეს მონაწილეობა. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით პროგრამას _ „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?" ახორციელებს. მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაში 1200-ზე მეტი საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო.
ინტელექტუალური კონკურსი საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში 13 საათზე დაიწყო. 1200 საჯარო სკოლის მოსწავლეს 24 ერთსა და იმავე შინაარსის კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ერთმანეთს სამი გუნდი - „იდეა", „ბროლის ბუ" და „მოაზროვნე" დაპირისპირდა.
სასჯელაღსრულებისა დ პრობაციის სამინიტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდ ყურადღებას იჩენს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებისადმი.
„პროგრამა „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?" დაწესებულებაში ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბურ პროგრამაში 1200 სკოლასთან ერთად, N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლაც მონაწილეობს. არასრულწლოვნებმა ღირსეულად გაართვეს თავი შეკითხვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ამ კონკურსში მონაწილეობით თავიანთი ერუდიციის წარმოჩენის საშუალება მიეცათ,"- განაცხადა ლეილა აფციაურმა.
ქართველოს ინტელექტკლუბ „რა? სად? როდის?" წარმომადგენლის მიხეილ ციცქიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი დიდი სტიმულია მოსწავლეებისთვის, რომ მეტი წიგნი წაიკითხონ და მეტად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროგრამებში.
აღსანიშნავია, რომ N 11 სარეაბილიტაციო პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვნებისთვის კონკურისის მოდიფიცირებული ვარიანტი იქნა მოფიქრებული. ინტელექტუალური კონკურისის შიდა ტურნირის მეორე ეტაპში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცემათ.
გარდა აღნიშნული პროგრამისა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო N 11 არასრულწლოვანთა დაწესებულებაში კიდევ არაერთ სარეაბილიტაციო პროგრამას ახორციელებს.