logo_geo
eng_logo
N11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვნებმა ინტელექტუალურ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა
- +

23 აპრილი. 2016. 19:08




სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების არასრულწლოვნებმა ინტელექტუალურ კონკუსში - „რა? სად?  როდის?"  მიიღეს  მონაწილეობა. სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო რამდენიმე წელია საქართველოს მასშტაბით   პროგრამას _  „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?" ახორციელებს.   მიმდინარე წელს აღნიშნულ პროგრამაში  1200-ზე მეტი  საჯარო სკოლის მოსწავლე ჩაერთო. 


ინტელექტუალური კონკურსი  საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში 13 საათზე დაიწყო.  1200 საჯარო სკოლის მოსწავლეს  24 ერთსა და იმავე  შინაარსის კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი.  N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ერთმანეთს სამი გუნდი -  „იდეა", „ბროლის ბუ" და „მოაზროვნე" დაპირისპირდა.


სასჯელაღსრულებისა დ  პრობაციის სამინიტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური სამსახურის უფროსის ლეილა აფციაურის განცხადებით,  სპორტისა და ახალგაზრდობის  საქმეთა სამინისტრო სასჯელღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და დიდ ყურადღებას იჩენს  არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებისადმი.


„პროგრამა  „ინტელექტის დღე - რა? სად? როდის?" დაწესებულებაში ძალიან პოპულარულია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ მასშტაბურ პროგრამაში 1200 სკოლასთან ერთად,  N 11 სარეაბილიტაციო დაწესებულების სკოლაც მონაწილეობს. არასრულწლოვნებმა   ღირსეულად გაართვეს თავი შეკითხვებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ამ კონკურსში მონაწილეობით თავიანთი ერუდიციის წარმოჩენის საშუალება მიეცათ,"- განაცხადა ლეილა აფციაურმა.


ქართველოს ინტელექტკლუბ  „რა? სად? როდის?"  წარმომადგენლის მიხეილ ციცქიშვილის განცხადებით, აღნიშნული  პროექტი  დიდი  სტიმულია მოსწავლეებისთვის, რომ მეტი წიგნი წაიკითხონ  და მეტად ჩაერთონ საგანმანათლებლო პროგრამებში.


აღსანიშნავია, რომ  N 11 სარეაბილიტაციო პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვნებისთვის კონკურისის მოდიფიცირებული ვარიანტი იქნა მოფიქრებული. ინტელექტუალური კონკურისის შიდა ტურნირის  მეორე ეტაპში გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და  სერტიფიკატები გადაეცემათ.


გარდა აღნიშნული პროგრამისა,  სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა  სამინისტრო  N 11 არასრულწლოვანთა  დაწესებულებაში  კიდევ არაერთ  სარეაბილიტაციო პროგრამას  ახორციელებს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner