logo_geo
eng_logo
ქუთაისში „საქართველოს ბანკის“ ოფისის დაყაჩაღების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
- +

22 იანვარი. 2018. 22:45



ქუთაისში „საქართველოს ბანკის" ოფისის დაყაჩაღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.


„გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22 იანვარს ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალში, ყაჩაღობის მიზნით, შეიჭრა შეიარაღებული პირი, რომელმაც თავდასხმისას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში დაჭრა აღნიშნულ ფილიალში მყოფი მოქალაქე, გარკვეული თანხა გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ახალგაზრდა გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. ბრალდებულის დადგენა-დაკავების მიზნით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

 

უწყების ცნობით, შსს-ს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, შესული შეტყობინების საფუძველზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შეგახსენებთ, ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის" ფილიალი ცოტა ხნის წინ დააყაჩაღეს.













 

right_banner right_banner
არქივი
right_banner