logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: იმ ხალხს, ვინც დღეს „ბასიანში“ მუშაობს, ციხის ჯალათებს შევადარებდი!
- +

23 იანვარი. 2018. 00:54


 

„ნარკოტიკებისა და პროსტიტუციის ლიბერალიზაციას, რუსეთთან ურთიერთობის დაულაგებლობას და ნეოლიბერალების პარპაშს საქართველოში ერთი იდეოლოგი და მამამთავარი ჰყავს", - ამის შესახებ უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „ასავალ დასავალთან" საუბრობს.

 

„კლუბ „ბასიანის" ირგვლივ ატეხილი სკანდალით მინდა დავიწყო საუბარი, რომლის შესახებაც დიდი ხანია, დაისმის რიტორიკული შეკითხვები და დღემდე ვერ გაურკვევია ხალხს, ვის აძლევს ხელს ყველაზე ბნელი მიწისქვეშა კლუბის არსებობა?! - ამ შეკითხვაზე ნაწილობრივ უკვე გასცა პასუხი მსახიობმა ალექსანდრე ბეგალიშვილმა - კლუბ „ბასიანში" არის ბნელი ოთახი, სადაც შედიხარ და არ იცი, ვისთან გაქვს სექსიო. „გირჩის" ღია ლობირებაც ამ კლუბისადმი კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ იქ კანფეტებს არ ყიდიან. - ეკლესიამ ანათემას უნდა გადასცეს ყველა პარლამენტარი თუ ხელისუფლების წევრი, ვინც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას უჭერს მხარს! -  ეს ხალხი შავ ლაქად დარჩება საქართველოს ისტორიაში!" - განაცხადა მჟავანაძემ.








 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner