logo_geo
eng_logo
ლალი მოროშკინა: სააკაშვილს წამოსცდა - ანაკლიიის პორტი შენდებოდა რუსული ტვირთების მისაღებად!
- +

22 თებერვალი. 2016. 13:18



„საააკაშვილი პოლიტიკურ ფორმატს კარგავს და ბევრი გადაცდომა მოსდის", - აცხადებს „რეპორტიორთან" საუბრისას ლალი მოროშკინა, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზდენტის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება.


არასამათავრობო ორგანიზაცია „ძლიერი ქალი - ძლიერი სახელმწიფოს" თავმჯდომარის თქმით, სააკაშვილს წამოსცდა, რომ ანაკლიიის პორტი შენდებოდა რუსული ტვირთების მისაღებად.


„ქართველი ხალხის წინააღმდეგ მან ბევრი რეპლიკა წამოისოლა და შეადარა უკრაინელებს და ბევრად წინ წასწია უკრაინული ფაქტორი. მთავარი წამოცდომა, რაც მას ჰქონდა და სხვათაშორის წამყვანის გაკვირვებული მზერაც არ გამორჩებოდა მაყურებელს, იყო ის, რომ თურმე ანაკლიიის პორტი შენდებოდა რუსული ტვირთების მისაღებად. ანუ ადამიანი თითქოს ებრძოდა რუსეთს და რუსულ პოლიტიკას, რეალურად კი, მთავარი ენერგორესურსები რუსეთს მისცა. ახლა უკვე ცხადია, მას სჭირდებოდა ამ ენერგორესურსებისთვის ჯეროვანი ინფრასტრუქტურის შექმნა. ზუსტად ამისთვის აშენებდა ანაკლიის პორტს, რაც მან თავის გუშინდელ ინტერვიუში დაამტკიცა კიდეც... რუსულ ტვირთებზე საუბარმა ბევრი რამ ცხადყო. მან იცოდა, რომ რუსული ტვირთბრუნვა მნიშვნელოვანი იქნებოდა, რადგან უკრაინაში ცოტა ხანში მოხდებოდა ომი, რაც შავ ზღვაზე ერთადერთ პორტს დატოვებდა - ანაკლიას. „ჩვენ არ ვიცოდით, რომ უკრაინაში ასეთი ამბავი მოხდებოდაო", - თქვა სააკაშვილმა, თუმცა, კარგად ვიცით, სადაც მისი ხელი ჩაერია, ომი გამოიწვია", - განაცხადა მოროშკინამ.


მისი შეფასებით, ინტერვიუში დაირღვა მთავარი ჟურნალისტური პრინციპი.


„როდესაც გამოკითხვას ატარებ მოსახლებაში, აუცილებელია, პარიტეტულად იყოს აზრი წარმოდგენილი. თუ 5 ადამიანს მოსწონს სააკაშვილი, მინიმუმ 5 უნდა იპოვო, რომელსაც არ მოსწონს. საინტერესოა, როგორ აღმოჩნდა, რომ უკრაინაში ყველა მისი მომხრეა, ერთის გარდა? ეს ყოველივე იყო ძალიან ტენდენციური ხასიათის", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას მოროშკინამ.




იხილეთ:



მიხეილ სააკაშვილი: რუსული ტვირთებიც წამოვიდოდა ლაზიკაზე, სრული ბუმი იქნებოდა:

http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=614





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner