logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატი ღირსეული ადამიანი იქნება!
- +

23 იანვარი. 2018. 01:59


 

„საპრეზიდენტო კანდიდატურას რაც შეეხება, კონკრეტული კანდიდატურების დასახელება არის ნაადრევი. ეს უნდა იყოს პოლიტიკური გუნდის გადაწყვტილება და წინასწარი განცხადებები ვერ გაკეთდება", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში განაცხადა.


„კონსულტაციები როგორც კი დაიწყება მედია იქნება ინფორმირებული. „ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება ღირსეული ადამიანი და მას ექნება გამარჯვების დიდი შანსი. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჯერჯერობით საუბარია ნაადრევი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის შემოდგომაზე ჩატარდება.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner