logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი...
- +

23 იანვარი. 2018. 02:04



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „იბერიის" ეთერში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ისაუბრა. როგორც თალაკვაძემ განაცხადა, „ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი".


„ტერორიზმი არის გამოწვევა მთელი ცივილიზაციის ნაწილის და საქართველო არის ნაწილი ამ ცივილიზაციის. ჩვენ მარტო არ ვართ ანტიტერორისტულ ოპერაციაში. თბილისში, ისანში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი, რადგან მოხერხდა ტერორისტული რისკების თავიდან აცილება და განეიტრალება. ასევე მოხერხდა მოსახლეობის დაცვა. ჩვენ გვქონდა ნდობის ჯგუფის ფორმატში შეხვედრა გომელაურთან, მისგან მივიღეთ ამომწურავი ინფორმაცია. ისანში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო საჭირო და აუცილებელი ოპერაცია. შეიარაღებული დაჯგუფება დაუპირისპირდა სახელმწიფოს და შესაბამისად სახელმწიფომ უპასუხა მათ ადეკვატურად. აღნიშნული ოპერაციის დროს კი, მოსახლეობის უსაფრთხოება ზედმიწევნით იყო დაცული" , - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner