logo_geo
eng_logo
მირიან ყარაულაშვილი: რა დაგიშავათ ამ კაცმა, რომ არ აძლევთ ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას?
- +

23 იანვარი. 2018. 11:41



„ობიექტივის" დამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი ლევან მამალაძის შესახებ სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რამდენიმე დღის წინ, ჩემს უახლოეს მეგობარს, კაცს, ოჯახის შვილს და ულამაზესი ოჯახის მამას, ლევან მამალაძეს საიუბილეო - დაბადებიდან 50-ე წელი შეუსრულდა, სამწუხაროდ დევნილობაში!

 

ვულოცავ ჩემს ძმას იუბილეს და ვუსურვებ, შემდეგი დაბადების დღე მის ოჯახთან და ახლობელ-მეგობრებთან ერთად, ჩემთან, ვარდისუბანში აღგვენიშნოს ჩემი თამადობით!

 

P.S. კაცო, ის ნაძირლები რასაც ერჩოდნენ ამ კაცს და რატომაც აიძულეს სამშობლოს დატოვება - ეგ ვიცით ყველამ!

 

თქვენ რა დაგიშავათ ამ კაცმა, ამ ხუთი წლის მანძილზე ყველანაირად რომ ცდილობთ მის სამშობლოდან სამუდამოდ მოშორებას და არ აძლევთ ქვეყანაში დაბრუნების საშუალებას?" - წერს ყარაულაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner