logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მართლა თვითმკვლელი ხომ არ არის მარგველაშვილი, მიშა შეიწყალოს და ისე გავიდეს არჩევნებში?
- +

23 იანვარი. 2018. 11:51



მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს არჩევნების შემდეგ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს.


ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილი ექს-პრეზიდენტს, ამჟამად, მხოლოდ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამო არ იწყალებს.


„არ იწყალებს, რადგან არჩევნები აქვს წინ და მიშას ადვოკატობით მიყენებული ზიანის მინიმიზირებას ცდილობს - მართლა თვითმკვლელი ხომ არ არის, მიშა შეიწყალოს და ისე გავიდეს არჩევნებში? ამიტომ დაიცადეთ, ყველაფერი წინ გვაქვს. მოიგებს არჩევნებს - უპირობოდ შეიწყალებს, წააგებს და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე შეიწყალებს - ის ხომ მიშას ბეჯითი მოწაფეა, განა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში არ შეიწყალა მიშამ ბაჩო ახალია და სხვები?

 

ისე, სხვათა შორის, ერთადერთი, რასაც „მიშასნაცვალი" ვერ ამბობს მისი ადვოკატირებისას, არის ის, რომ მიშა სააკაშვილი ამ ქვეყნის დამფუძნებელი მამაა, რადგან ასეთად, სავარაუდოდ, საკუთარი თავი მიაჩნია, მაგრამ ისევ მიშას შიშით ჯერ ვერ ბედავს ამის გამჟღავნებას", - აღნიშნავს ნაცვლიშვილი.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner