მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური ავანტიურის დაწყებას შეუწყო ხელი.
„მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიშას ხელ-ფეხი გახსნოდა უკრაინაში პოლიტიკური ავანტიურის წამოსაწყებად და ამ მიზნით ჩამოართვა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მიშას სჭირდებოდა ასე - დაენახვებინა უკრაინელებისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი სამშობლო - უკრაინა აქვს.
ვალდებულება გააჩნია სააკაშვილთან, მიშას კონტროლის ქვეშაა და მოსწონს თუ არა, იძულებულია, მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.