logo_geo
eng_logo
„მარგველაშვილი მიშას კონტროლის ქვეშაა და იძულებულია მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს“
- +

23 იანვარი. 2018. 11:57



მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილმა გაზეთ „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით უკრაინაში ექს-პრეზიდენტის პოლიტიკური ავანტიურის დაწყებას შეუწყო ხელი.

 

„მარგველაშვილმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მიშას ხელ-ფეხი გახსნოდა უკრაინაში პოლიტიკური ავანტიურის წამოსაწყებად და ამ მიზნით ჩამოართვა მას საქართველოს მოქალაქეობა, რადგან მიშას სჭირდებოდა ასე - დაენახვებინა უკრაინელებისთვის, რომ მას მხოლოდ ერთი სამშობლო - უკრაინა აქვს.

 

ვალდებულება გააჩნია სააკაშვილთან, მიშას კონტროლის ქვეშაა და მოსწონს თუ არა, იძულებულია, მისი მითითებები და დავალებები შეასრულოს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner