logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ოჯახში ძალადობა
- +

23 იანვარი. 2018. 12:12



„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და  ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ან მათ მიმართ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა და აქვე დასძინა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარატმენტის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია სამართალდამცველების კომპეტენციის ამაღლება იქნება.

 

„აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცველებთან თანამშრომლობა. განსაკუთრებულ დიდ მნიშვნელობას იძენს სამართალდამცველების კომპეტენცია, მათი ცოდნა და რა თქმა უნდა გამოძიების ხარისხი. სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა და მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი", - განაცხადა გახარიამ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner