logo_geo
eng_logo
გიორგი მარგველაშვილი: საფრანგეთში ვიზიტი იყო საჭირო და წარმატებული!
- +

23 აპრილი. 2016. 19:40



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაასრულა. მარგველაშვილმა მედიასთან ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ფრანგ კოლეგასთან შეხვედრა შეაფასა.


„ეს იყო უაღრესად საჭირო ვიზიტი და ამავე დროს წარმატებული.

 

მინდა მოგახსენოთ პირველ რიგში, რომ საფრანგეთთან ორმხრივი ურთიერთობა ვითარდება უაღრესად დინამიურად და პოზიტიურად. ფრანგი ხალხი და საფრანგეთის მთავრობა საქართველოსა და ქართული სახელმწიფოს გვერდით დგას და ეს არაერთხელ გამოჩნდა.

 

აგრეთვე ორმხრივი ურთიერთობების გარდა მნიშვნელოვანი იყო იმ ახალ ნაბიჯებზე საუბარი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. ეს არის ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციისათვის გადასადგმელი ნაბიჯები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მიერ წარმოებული შეხვედრები და მოლაპარაკებები იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, ჩვენ, ასე ვთქვათ, ბოლომდე გავაცანით ჩვენი პოზიცია, ვისაუბრეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებზე და დავინახეთ რომ, როგორც პრეზიდენტთან, ასევე სენატში არის სრული კეთილგანწყობა და მზაობა, რომ საქართველომ გადადგას ეფექტური ნაბიჯები.

 

ვიზების ლიბერალიზაცია იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი, სხვა მნიშვნელოვანი საკითხებიც არის, მაგრამ ეს არის პირველი გადასადგმელი ნაბიჯი, ამ მხრივ მე მინდა გითხრათ, რომ აქ ჩამოსულს დამხვდა ძალიან ეფექტური მუშაობა, უკვე რომელიც გასწია ქართულმა მხარემ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მუშაობის თვალსაზრისით. ამის თაობაზე ბოლომდეა ინფორმირებული  ფრანგული მხარე და პრეზიდენტ ოლანდთან შეხვედრის დროსაც ამაზე იყო ხაზი გასმული. არის სრული გაგება იმ ძალიან სერიოზული მუშაობის, რომელიც გასწია ქართულმა მხარემ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგი ნაბიჯებიც იქნება ადეკვატური", -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner