ალიასკაზე ცუნამის საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ Independent წერს.
ცუნამის საშიშროება ძლიერმა მიწისძვრამ გამოიწვია, რომელიც რამდენიმე საათის წინ ალიასკაზე მოხდა. ცუნამის საშიშროება ალიასკას, ვაშინგტონისა და ჰავაის შტატებში გამოცხადდა.
მიწისძვრის ეპიცენტრში უკვე 10-მეტრიანი ტალღები წარმოიქმნა. ალასკაზე მომხდარი მიწისძვრა მაგნიტუდით 8,2 სიძლიერის იყო.