თბილისის საქალაქო სასმართლოს ეზოში ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ორივე პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებითაა დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
გარდა ამისა, შსს-ს ინფორმაციით, სასამრთლოს ეზოში მომხდარ ფაქტზე, კერძოდ, შენობის შუშის ჩამტვრევის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლითაა დაწყებული, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავა.
მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. ასევე, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.
აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.
როგორც მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები პირად საუბარში აცხადებენ, ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.