logo_geo
eng_logo
ლეილა ძიგრაშვილს 90 წელი შეუსრულდა.
- +

23 აპრილი. 2016. 19:28

 

 


18 აპრილს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა მსახიობ ლეილა ძიგრაშვილის საიუბილეო საღამო. მსახიობს 90 წელი შეუსრულდა.საღამო ერთგვარი მასტერკლასის ხასიათს მოიცავდა, ვინაიდან სტუმრების უმრავლესობა სამსახიობო ფაკულტეტის სტუდენტები იყვნენ. საღამოზე იუბილარმა წაიკითხა როგორც პროზაული, ასევე პოეტური ნაწარმოებები:ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, გაბრიელ გარსია მარკესის და სხვათა შემოქმედებიდან.
       

         საღამოს ორგანიზატორები გახლდნენ მსახიობი გოგა პიპინაშვილი და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე.
       

       შეგახსენებთ, რომ ლეილა ძიგრაშვილი გახლავთ მამუკა კიკალეიშვილის დედა. მსახიობი მამუკა კიკალეიშვილი გარდაიცვალა 2000 წლის 3 მაისს. მუშაობდა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში და მოსკოვში, საქართველოს საელჩოში. 1988 წელს ბულგარეთში, გაბროვოში გამართულ საერთაშორისო ფესტივლზე მიღებული აქვს პრემია კომედიური როლისათვის.

      ლეილა ძიგრაშვილს შესრულებული აქვს 400-მდე როლი კინოსა და თეატრში, ასევე გაახმოვანა უამრავი სატელევიზიო პერსონაჟი, ის კინოგახმოვანებაზე 1949 წლიდან მუშაობდა.
     
      „რეპორტიორი"კიდევ ერთხელ ულოცავს ქალბატონ ლეილას ამ საიუბილეო თარიღს!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner