logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ჯერ-ჯერობით მკვლელობის ჩამდენი პირი დაუდგენელია...
- +

23 იანვარი. 2018. 20:21



„გამოძიების დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ. გამოძიება რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. კამერების ჩანაწერები ამოღებულია და მიმდინარეობს სამუშაო პროცესი. მე რომ დეტალებზე ვისაუბრო უნდა დავაზიანო გამოძიება", - ამ სიტყვებით შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სამსონ ქუთათელაძის საქმეს ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში გამოეხმაურა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ამ ეტაპზე მკვლელობის ჩამდენი პირი დაუდგენელია.


„გამოძიება გრძელდება. სამსონ ქუთათელაძის საქმეზე ერთი პირი ჭანტურია დაკავებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლით, რაც საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. ეს პიროვნება გათავისუფლდა მოგვიანებით. თუმცა გამოძიებას ჰქონდა გარკვეული შეკითხვები. ის იყო ადამიანი, ვინც გარდაცვლილი ბოლოს ნახა. ამ ეტაპამდე გამოძიება გრძელდება. საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც კი დამატებითი დეტალები იქნება ცნობილი, შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას დაუყოვნებლივ მიაწვდის ინფორმაციას. ჯერ-ჯერობით მკვლელობის ჩამდენი პირი დაუდგენელია", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner