logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს ძალიან კარგად იმუშავა...
- +

23 იანვარი. 2018. 20:48



შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი ტელეკომპანია „იბერიის" ეთერში ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, შსს-მ მაქსიმალურად გამოიძია აღნიშნული საქმე და სასამართლოს გადასცა. დღევანდელი მდგომარეობით საქმე სასამართლოს და პროკურატურის კომპეტენციას წარმოადგენს.


„საზოგადოების ინფორმირებას გამოძიებასთან დაკავშირებით პერიოდულად ვახდენდით. დაკავებულია დანაშაულის ჩადენაში ბრალდებული ორი პიროვნება. ეს არის რაც გამოძიებამ დაადგინა. ყველა გარემოება, რისი გამოკვლევაც შესაძლებელი იყო ობიექტურად გამოკვლეულია. ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია. ყველა პირი, რომელსაც საქმესთან რაიმე შემხებლობა ჰქონდა გამოკითხულია და საქმე შესაბამისად განსახილველად სასამართლოშია. ჩვენ არაფერი დაგვრჩენია გარდა იმის, რომ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმეზე შსს ძალიან კარგად იმუშავა. უამრავი ადამიანი ვინც შემთხვევას შეესწრო გამოძიებასთან არ თანამშრომლობდა, ამის მიუხედავად სამინისტრომ შეუძლებელი შეძლო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მაქსიმალურად ეცადა, რომ ყველა დასმულ შეკითხვაზე პასუხი გაეცა", - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner