საქართველოს რკინიგზის მომსახურების ხარისხის განვითარების უფროსი დაჩი ცაგურია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიორგი კანდელაკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:
„სად არიან „ზაპადნიკები"? კანდელაკის გამოსვლა და ღია საჯარო მონდომება, როგორმე ვიზალიბერალიზაციის პროცესი გააჩეროს, ჯერ არ უნახავთ? პროტესტი არ აქვთ ნაცმოძის მიერ პირდაპირ ვიზალიბერალიზაციის პროცესზე მიტანილ იერიშზე? მე მეძახდნენ კრემლის აგენტს, ამ ხელოსუფლებას აბრალებენ რუსეთისკენ მიდისო და კანდელაკის გარჯას ვერ ხედავენ? ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორმე უვიზო მიმოსვლა მოიპოვოს; "პროდასავლური" ნაცმოძი ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს და საზოგადოება, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ არის მედასავლეთე, კანდელაკის ნაძირლობებს არ იმჩნევს? მე პირადად სადმე რომ გადამეყაროს ბატონი ამაოხრებელი გზირი, იმის გამო, რაც მან იკადრა შეიძლება თავი ვერ შევიკავო და "არაევროპულად" მოვექცე...", - წერს ცაგურია.