logo_geo
eng_logo
დაჩი ცაგურია: სადმე რომ გადამეყაროს მაოხრებელი გზირი, შეიძლება თავი ვერ შევიკავო და "არაევროპულად" მოვექცე
- +

23 აპრილი. 2016. 21:12



საქართველოს რკინიგზის მომსახურების ხარისხის განვითარების უფროსი დაჩი ცაგურია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის  გიორგი კანდელაკის შესახებ სოციალურ ქსელში წერს:



სად არიან ზაპადნიკები"? კანდელაკის გამოსვლა და ღია საჯარო მონდომება, როგორმე ვიზალიბერალიზაციის პროცესი გააჩეროს, ჯერ არ უნახავთ? პროტესტი არ აქვთ ნაცმოძის მიერ პირდაპირ ვიზალიბერალიზაციის პროცეზე მიტანილ იერიშზე? მე მეძახდნენ კრემლის აგენტს, ამ ხელოსუფლებას აბრალებენ რუსეთისკენ მიდისო და კანდელაკის გარჯას ვერ ხედავენ? ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორმე უვიზო მიმოსვლა მოიპოვოს; "პროდასავლური" ნაცმოძი ყვლაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს და საზოგადოება, რომელიც დეკლარირებულად აცხადებს, რომ არის მედასავლეთე, კანდელაკის ნაძირლობებს არ იმჩნევს? მე პირადად სადმე რომ გადამეყაროს ბატონი ამაოხრებელი გზირი, იმის გამო, რაც მან იკადრა შეიძლება თავი ვერ შევიკავო და "არაევროპულად" მოვექცე...", - წერს ცაგურია.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner