logo_geo
eng_logo
აშშ–ში ქართველი მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს
- +

23 იანვარი. 2018. 22:12



აშშ-ში, კენტუკის შტატის ქალაქ ლუისვილში დავით კანდელაკისა და ჯოშუა რაისის მკვლელობის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს.


„ესოშიეითიდ პრესის" ცნობით, 23 წლის ბრალდებული აარონ ერნანდესი ტეხასის შტატის მაცხოვრებელია. იგი ამავე შტატში 20 იანვარს დააკავეს და ახლა ექსტრადირება ელის კუნტუკიში.


დავით კანდელაკი ჯოშუა რაისის ბინაში 19 იანვარს ნახეს გარდაცვლილი.  პოლიცია კანდელაკს მას შემდეგ ეძებდა, რაც კანდელაკის ცოლმა სამართალდმცველებს მიმართა ქმრის მოსაძებნად, რადგან კანდელაკი არ მივიდა მაიამიში დათქმულ შეხვედრაზე.


პოლიციის ცნობით, ერნანდესი მანამდე ჯოშუა რაისთან რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა. WDRB-TV-ის ცნობით, რაისმა 10 იანვარს მიმართა სასამართლოსთვის შემაკავებელი ოდერის მისაღებად, რადგან ერნანდესისგან საფრთხეს ელოდა, თუმცა სასამართლოს რაისის სიკვდილამდე ამ საკითხზე არ უმსჯელია.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner