logo_geo
eng_logo
მაიკ პენსმა ირანთან დადებულ შეთანხმებას „კატასტროფული“ უწოდა
- +

23 იანვარი. 2018. 22:15


 

„ევროპამ უნდა გადაწყვიტოს, ემხრობა თუ არა აშშ-ს, თუ ბევრი ხარვეზის მქონე ირანის შეთანხმებაში რჩება", - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელში სტუმრობისას განაცხადა. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მაიკ პენსმა ირანთან დადებულ შეთანხმებას „კატასტროფული" უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნას არ დაუშვებს.


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი 2015 წელს დადებულ ხელშეკრულებას დატოვებს, თუ მასში არსებული ხარვეზები არ გამოსწორდება. აშშ-ის პრეზიდენტმა მიმდინარე თვეში შეთანხმების ხელმომწერებს 120 დღიანი ვადა მისცა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner