logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთი ცრუ ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ სპეციალურ ორგანოს ქმნის
- +

23 იანვარი. 2018. 23:04


 

„დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება სპეციალურ ორგანოს ქმნის, რომლის დანიშნულებაც ცრუ ახალი ამბების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლა იქნება", - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.


„ჩვენ შევქმენით ცალკე ორგანო, რომელიც კომუნიკაციის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. მათი საქმიანობის მთავარი მიზანი როგორც უცხო ქვეყნების, ასევე კერძო პირების მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციასთან ბრძოლა იქნება. ასეთი უწყება დაგვეხმარება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების პრიორიტეტების გამოკვეთაში", - ნათქვამია ბრიტანეთის პრემიერის წარმომადგენლის განცხადებაში.


მისივე თქმით, ცრუ ინფორმაციების ეპოქაში მსგავსი ორგანოს შექმნა ხელისუფლების მხრიდან ამ კომპლექსური გამოწვევების პასუხად გადადგმული ნაბიჯია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner