„მე და ეროს რამაზოტის მართლაც მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ იგი „იუვენტუსის" გულშემატკივარია", - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს იტალიის ელჩის რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე განუცხადა.
კახა კალაძის თქმით, ცნობილ იტალიელ მომღერალთან წლებია მეგობრობს.
„ჩვენ წლებია ვმეგობრობთ. 11 წელი მილანში ვცხოვრობდი და თვითონაც მილანიდან არის. ჩვენ დიდი სამეგობრო წრე გვყავს. ეროს რამაზოტი განსაკუთრებით იტალიელ ახალგაზრდებს შორის ძალიან პოპულარულია", - განაცხადა კალაძემ.
ხვალ, ეროს რამაზოტი კონცერტს გამართავს, რომელსაც კალაძეც დაესწრება. როგორც მინისტრი ამბობს, აქამდე ის იტალიაში რამაზოტის კონცერტს არასდროს დასწრებია.