logo_geo
eng_logo
გოგი ლორთქიფანიძე: "პრეზუმპცია" არ მიხსენოთ, შემთხვევით ამ დონეზე არაფერი ხდება...
- +

23 აპრილი. 2016. 23:46


 

დარეჯან თვალთვაძის თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე არჩევასთან დაკავშირებით გოგი ლორთქიფანიძე facebook-ზე წერს:


 

მე არ ვიცი, ვინაა ეს ქალბატონი (ლადო პაპავა აკადემიკოსი მაინც იყო). მაინც გადავხედე მისი წინსვლის ვექტორს "ნაცების" ეპოქაში.

"2010 - 2015 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;

2006 - 2010 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;

2006 - 2012 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

2004 - 2006 წწ.- თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ძველი ქართული ენის კათედრის დოცენტი;

2006 - 2006 წწ. - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის კომიტეტის წევრი;

2005 - 2005 წწ. - თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე;"

შეგახსენებთ - ესაა ყველაზე ბნელი, რეპრესიული წლები საქართველოს აკადემიური მეცნიერების თანამედროვე ისტორიაში. ე.წ. "ლომაიას რეფორმების" წლები.

 

 

მიპყრობს კანონიერი ეჭვი: ამ საარჩევნო წელს ეს ერთ-ერთი იმ "პლან B"-თაგან ხომ არაა, "ნაცების" დროს მიღებული კანონებით, "ნაცების" საქართველოში სამარადჟამო დამკვიდრებას რომ ემსახურება?

გადამარწმუნეთ, თუ შეგიძლიათ. ოღონდ "პრეზუმპცია" არ მიხსენოთ. შემთხვევით ამ დონეზე არაფერი ხდება...", - წერს ლორთქიფანიძე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner