„მე მიმაჩნია, რომ პოლიციელის მიერ უფლებამოსილების გადამეტება ან სულელურად ჩატარებული ოპერაცია ნაკლები საზოგადოებრივი ბოროტებაა, ვიდრე 800 აბი ნარკოტიკის შემომტანის გარეთ ყოფნა!" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„თავისთავად ტრაგედიაა, რომ სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალიზმისა და წესიერების რწმენა ნულს ქვემოთაა. მაგრამ არანაკლები ტრაგედიაა, რომ სრულიად ერი, რომელსაც რეაქცია არა აქვს ოკუპაციაზე, შიმშილზე, გაუნათლებლობაზე, სულგაყიდულობაზე - ნარკოტიკების თემაზე ეგრევე იჯაგრება!" - წერს გამსახურდია.