ბლოგერი, სცენარისტი აკა სინჯიკაშვილი არასრულწლოვანთან მიმოწერას აქვეყნებს, რომელიც მას დახმარებას სთხოვს:
„რომ მეგონა ამხელა კაცი რამ უნდა მატიროსთქო, აჰა... არაფერი არ გააჩნიათ და ბავშვმა წიგნები მთხოვა, საჭმლის თხოვნა მოერიდა. 10 წლის არის და ხვალ სესხის აღება რომ დამჭირდეს, მაინც მივალ ამათთან. ნახეთ რა ბავშვია, ვენაცვალე ამას მე. რაც შეიძლება მეტი რამე უნდა მივუტანო, რომ დიდხანს ეყოთ. ამასობაში ვუპოვნი კომპანიას, რომელიც ამ ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობას აიღებს. წიგნებს და წამლებს მე ვუყიდი. თქვენ პროდუქტებზე მომეხმარეთ", - წერს სინჯიკაშვილი და საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.
ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი
GE90TB7603845061100016