logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: თორნიკე სახლშია! „ბახალა“ 8 წლით ციხეში!
- +

24 იანვარი. 2018. 19:49



„თორნიკე სახლშია! „ბახალა" 8 წლით ციხეში!" - ამის შესახებ რეჟისორი ქეთი დოლიძე წერს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„გინება ძალიან ცუდია! ხანდახან, სრულიად სამართლიანად, სხვათაშორის, პრემიერებიც იგინებიან! მერე ბოდიშს იხდიან. ესეც კარგია!

 

როცა შენს უახლოეს მეგობარს 8 წელს მიუსჯიან, ისიც გასაგებია, რომ ქუჩაში გამოსულმა, ისე, რომ სასამართლოს ეზოშიც არ იყო, შეიგინო გამწარებულმა...

 

გინება რომ ცუდია, ამიტომ 500 ლარი უნდა გადაიხადო და მოხვიდე სახლში.

 

ბოდიში არ შველის! თორნიკე სახლშია! „ბახალა" 8 წლით ციხეში!" - წერს ქეთი დოლიძე.


ცნობისთვის, გუშინ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმის დასრულების შემდეგ, თორნიკე ბზიავა და ბექა წიქარიშვილი დააკავა.


მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნული პირების მხრიდან იყო სიტყვიერი შეურაცხყოფა საქალაქო სასამართლოს ეზოში, რაც გახდა მათი დაკავების მიზეზი. ასევე, ბექა წიქარიშვილმა და თორნიკე ბზიავამ საქალაქო სასამართლოს კარს დაკავებამდე აგური ესროლეს.


აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს მოსამართლე შორენა გუნცაძემ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ბექა წიქარიშვილი და თორნიკე ბზიავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურმა სასამართლოს ეზოში დააკავა.












 

right_banner right_banner
არქივი
right_banner