აკადემიკოს გურამ შარაძის შვილი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ალდაგის" კამერა N1 -ის მიერ გადაღებული კადრები, რომელზეც აღბეჭდილია მამაჩემი (კაცი ჩანთით, კადრში შემოდის 20.30.49 წთ-ზე. ადვილად ამოიცნობთ) და მკვლელი, რომელიც მას უკან მიყვება. სხვა კადრებში ჩანს, როგორ ახდენს ის პირველ გასროლას.
ამ ფირით ნათელია, რომ მკვლელი, რომელიც მამაჩემს უკან მიყვება, გიორგი ბარათელი არაა", - წერს რუსუდან შარაძე.