პარიზში წყალდიდობაა. სანაპიროები და მეტროს ძირითადი ხაზი გადაკეტილია. მდინარე სენაში წყლის დონემ უკვე 5 მეტრს გადააჭარბა (ნორმა დაახლოებით 2 მეტრია). დატბორილია სანაპიროები, ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმები სარდაფებში შენახული ხელოვნების შედევრების ევაკუაციისთვის ემზადებიან.
ვარაუდობენ, რომ 26 იანვრისთვის წყლის დონე 6 მეტრს გადააჭარბებს. ბოლოს ასეთი წყალდიდობა 2016 წელს იყო, რომლის შედეგად საფრანგეთში 4 ადამიანი დაიღუპა.
მდინარე სენა ყოველ წელს გადმოდის ნაპირებიდან, ზოგჯერ ძალიან, ზოგჯერ ნაკლებად, თუმცა, წელს ეს ძალიან ადრე მოხდა. როგორც წესი, წყალდიდობა მარტშია ხოლმე.