logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მათ შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო...
- +

24 იანვარი. 2018. 22:28



მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„1. ვისთვისაც გირგვლიანის საქმეზე სააკაშვილის გასამართლება მკვლელების შეწყალების ნაწილში პრინციპულად მიუღებელია - ასეთ ხალხთან საერთოდ არ ვდაობ;

 

2. ვინც სისხლის სამართლის საქმის დეტალებს არ იცნობს, იურისტიც არ არის და მაინც არაკვალიფიციურად მიიჩნევს სააკაშვილის ბრალის ფორმულირებას - ჩემთვის იგივეა, ლანდშაფტის დიზაინერმა რომ ნეიროქირურგიული ოპერაციის ხარისხი შეაფასოს, თანაც ვიდრე პაციენტი ნარკოზშია;

 

3. ვინც სააკაშვილის განაჩენს არაკვალიფიციურად მიიჩნევს მხოლოდ იმიტომ, რომ მარგველაშვილმა თქვა ასე, იმ მარგველაშვილმა, რომელსაც ეს განაჩენი თვალით არ უნახავს, - ასევე ვერ შევალ პოლემიკაში, რადგან არც ბრმად ცრუმრწმენებთან ვდაობ და არც იმ ხალხთან, ვინც მოწადინებული და დამეცადინებულია, ოღონდ ასეთები ელაპარაკონ ხელისუფლებაზე;

 

4. ვინც ვერ ხვდება, რომ მოქმედი პრეზიდენტის ოფიციალური განცხადება იმის თაობაზე, რომ თითქოს ექსპრეზიდენტს მსჯავრი არასამართლებრივად და შერჩევითი მართლმსაჯულების პირობებში დაედო, თანამედროვე უფლებადაცვითი სტანდარტით, სააკაშვილს უპირობოდ აცხადებს პოლიტიკურ დევნის მსხვერპლად, იმ ხალხთანაც არაფერი მაქვს სადავო;

 

5. ვინც მარგველაშვილის ხრიკი: „მაინც არ შევიწყალებ", მეოთხე პუნქტში აღწერილი მავნებლობის საკმარის კომპენსაციად ჩათვალა და ჭყლოპინით კიდევ იქით უხდის მადლობას მანიპულატორს (რითაც საკუთარ „გონებრივ უმანკოებას" ადასტურებს), - მათ შემიძლია მხოლოდ მივუსამძიმრო", - წერს ნაცვლიშვილი.









 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner