logo_geo
eng_logo
დემურ გიორხელიძე: სტივ რასელმა კომუნისტური პარტიის ფუნქციონერის გამოსვლა მომაგონა!
- +

24 აპრილი. 2016. 01:03



ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ამერიკელი სენატორის სტივ რასელის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:


ცივი გონებით ვცდილობ გავიაზრო ამერიკელი სენატორის ვინმე სტივ რასელის გამოსვლა.

პირველი შთაბეჭდილება: წინა წყობაში კომუნისტური პარტიის ფუნქციონერის

გამოსვლა მომაგონა!

 

მეორე: რაც თქვა - უდიდესი ნაწილი, უბრალოდ, ტყუილია! რა ბოლო დღეზე საუბრობს?

საიდან იგონებს?! რა აპოკალიფსი ელანდება? საღ ჭკუაზეა?!

 

მესამე: კაცი აღფრთოვანებულია წინა ხელისუფლების რეფორმებით და ნაღვაწით, - ანუ ამით გვეუბნება, სულ ფეხებზე მკიდიხართო!

 

მეოთხე: ეს თითიდან გამოწოვილი კოშმარული საფრთხეები და მათი უაზრო პარაბოლიზება სერიოზული არ არის. სასაცილოა!

 

მეხუთე:  ამ გადაცემის ტირაჟირება ქართული ე.წ. "მეინსტრიმული ტელევიზიებით" შესანიშნავად ასრულებს მთელი ამ შენიღბული პროპაგანდის ს:

ქართველებს შორის დასავლეთისადმი ნეგატიური განწყობების გაძლიერებას და დაუფარავი მიუღებლობის გაღვივებას...

 

 

ეს საშიში ტენდენცია სახეზეა! და მოვლენების ასე განვითარება მიუთითებს, რომ

ამრიკელი ფუნქციონერები, რომლებიც საქართველოზე მუშაობენ, დიდად არიან აცილებული ქართულ რეალობას და ვერ გრძნობენ, რა შეიძლება მოჰყვეს ამას...

 

 

ეს ცუდია საქართველოსთვის, მაგრამ შენიღბული კამპანია

"დასავლურუბის" ტყავში გახვეული ვაი-მედასავლეთელების მიერ

წარმატებით გრძელდება, მაგრამ ამერიკელები აქ სერიოზულად მარცხდებიან...

სანამ გაგრძელდება ეს ნეობოლშევიკური "დასავლურობა" საქართველოში?!", - წერს გიორხელიძე.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner