logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: ტაქსებზე არანაირი ყოველთვიური მოსაკრებელი არ წესდება!
- +

25 იანვარი. 2018. 02:41


 

„ტაქსებზე არც ახლა და არც მომდევნო ეტაპზე არანაირი ყოველთვიური მოსაკრებელი არ წესდება", - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" განაცხადა.


„ვიცით, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში საქმიანობის ლიცენზია 20 000 დოლარი ღირს, ზოგან 15 000 და ასე შემდეგ, მაგრამ ეს საქართველოსთვის არარეალურია. ამ წუთში, მსგავსი მონახაზი საერთოდ არ გვაქვს.


რეფორმის არც პირველ და არც მეორე ეტაპზე მსგავსი საფრთხე რამდენიმე მიზეზის გამო არ არსებობს. არ წესდება არანაირი ყოველთვიური გადასახადი, მოსაკრებელი, საფასური; პირადობისა და ავტომობილის მართვის მოწმობის წარდგენით ადამიანს თბილისის მასშტაბით გადაადგილებისა და მგზავრთა გადაყვანის უფლება ენიჭება; ადამიანი არანაირად არ იზღუდება, დღის განმავლობაში სხვა საქმიანობით დაკავდეს და ნებართვის აღების შემთხვევაში, თავისუფალ დროს მგზავრების გადაყვანაც უზრუნველყოს. შესაბამისად, არანაირი საფრთხე არ არსებობს, მათი მანქანები გაჩერდეს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner