logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს არის სუფთა წარსული, კვალიფიკაცია, გამოცდილება!
- +

24 აპრილი. 2016. 01:06



„პარტიას აქვს თავისი ფორმალიზებული პროცედურები, თავისი იერარქია და სწორედ ამ პროცედურებისა და იერარქიის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა  წინასაარჩევნო სიებზე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატებზე, ასევე პარტიულ სიაზე", - აღნიშნული განცხადება TV-პირველის ეთერში „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.



მისი თქმით, საარჩევნო სიის ფორმირება გუნდური გადაწყვეტილების მიხედვით მოხდება. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის მონაწილოებას ამ პროცესში, კობახიძის განცხადებით, პარტიას დამფუძნებელთან პირველადი კონსუტაციები ჰქონდა.



„ჩვენ საწყის ეტაპზე გვქონდა პირველადი კონსულტაციები ივანიშვილთან, რაც მოიცავდა  ძირითად პრინციპებს, რომელთა საფუძველზეც უნდა ჩამოყალიბებულიყო სიები; ანუ კრიტერიუმები ადამიანების შერჩევის - ეს არის სუფთა წარსული, კვალიფიკაცია, გამოცდილება.

 

 

მომავალი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება გაგრძელდეს კონსულტაციები ჩვენს დამფუძნებელთან. ეს მის ნებაზეც არის დამოკიდებული. საბოლოოდ, გადაწყვეტილება მიიღება გუნდურ რეჟიმში", - განაცხადა კობახიძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner