logo_geo
eng_logo
მაია ბითაძე: შესაძლებელია, თბილისში ტაქსებისთვის ერთნაირი ფერი განისაზღვროს...
- +

25 იანვარი. 2018. 10:01


 

„მაქსიმალურად მკაცრი ვიქნებით იმ კუთხით, რომ რეფორმის მეორე და მესამე ეტაპისთვის სამარშრუტო ტაქსებში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დაცული იყოს", - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" სტუმრობისას. მისი თქმით, შესაძლებელია, მერიის ხელმძღვანელობამ ასევე გაითვალისწინოს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებული პრაქტიკა, როცა მძღოლს ქუჩების ცოდნა მოეთხოვება.


„თუ ვითხოვთ, რომ ეს ნორმები ავტობუსებში იქნას დაცული, რატომ არ უნდა დავიცვათ ტაქსიში, რომელიც ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტია?!

 

მაქსიმალურად ვეცდებით, საერთაშორისო პრაქტიკა გავიზიაროთ. თუმცა - არა კოპირებით. გავითვალისწინებთ იმ რეალობას, რაც ქვეყანაში გვაქვს", - განაცხადა მაია ბითაძემ.


როგორც თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნა, რეფორმის მეორე და მესამე ეტაპისთვის შესაძლებელია, თბილისში მოძრავი ტაქსებისთვის ერთნაირი ფერი განისაზღვროს, რაც დედაქალაქის სახე იქნება.


„პირველი, რაზეც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში მუშაობა დავიწყეთ და რაც 2018 წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაა. საუბარია 4 წლის განმავლობაში ძველი ავტოპარკის მთლიანად ჩანაცვლებაზე, მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე, შემადგენლობების დამატებაზე და ა.შ. ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მთელ შემადგენლობას პრიორიტეტული გადაადგილების საშუალება მიეცემა და ადამიანი იგრძნობს, რომ მას ტაქსიში, თუ საკუთარ ავტომობილში ჯდომას საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჯდომა ბევრად ურჩევნია", - განაცხადა მაია ბითაძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner