logo_geo
eng_logo
ადამიანის ორგანიზმის 33 წარმოუდგენელი საიდუმლო
- +

24 აპრილი. 2016. 01:49



ალბათ გახსოვთ ბიოლოგიის მოსაწყენი გაკვეთილები, რომელთაგანაც ცოტა საჭირო რამ თუ

ისწავლე. ახლა კი, ადამიანის ორგანიზმის შესახებ დიდ ცოდნას ვერ დაიკვეხნი. მაგრამ ჩვენ

მოგიმზადეთ 33 გასაოცარი ფაქტი ადამიანის ორგანიზმის შესახებ, რომლებიც სკოლაში

მასწავლებლებს ნამდვილად არ უთქვამთ.


1.ზრდასრული ადამიანის სხეული შედგება ატომების კოსმოსური რაოდენობისაგან: არც

მეტი, არც ნაკლები, 7 000 000 000 000 000 000 000 000 000, ანუ 7 ოკტილიონია. შესადარებლად, ჩვენს გალაქტიკაში დაახლოებით 300 მილიარდი ვარსკვლავია.


2.ბევრი გამოკვლევა ადასტურებს, რომ როდესაც ადამიანი შეყვარებულია, მის ტვინში

გამომუშავდება ნეირომედიატორებისა და ჰორმონების ისეთი ნაზავი, რომელიც იგივეა, რაც

ამფეტამინის მიღების შემდეგ. სწორედ ისინი იწვევენ დიდ ნერვიულობას, გახშირებულ

გულისცმას, მადისა და ძილის დაკარგვას.


3. აღმოჩნდა, რომ რომ სტრესის მოსახსნელად კარგად უნდა ვიტიროთ. „ორთქლის გამოშვება"ცრემლების დახმარებით, ამცირებს დაძაბულობას, სევდისა და ბრაზის გრძნობას.


4.ადამიანის ტვინი საშუალებას გვაძლევს, წავიკითხოთ 1000 სიტყვა წუთში.


5. ადამიანის სხეულს შეუძლია ნებისმიერი სხვა ადამიანის გათბობა, რადგან სითბო,

რომელსაც ის 30 წუთში გამოიმუშავებს, საკმარისია 4 ლიტრი წყლის ასადუღებლად.


6. შენი სხეული შედგება 96 999 კილომეტრის სიგრძის სისხლძარღვებისაგან. ამ სიგრძის ძაფი

დედამიწას 2-ჯერ შემოერტყმებოდა.


7. ვერც კი წარმოიდგენ, რამდენად ძველი ხარ. ატომები, რომლებიც შენს ორგანიზმს

შეადგენენ, ის ატომებია, რომლებიც დაახლოებით 13,7 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა.


8. როგორ აღმოჩნდა, შენი კუჭის ლორწოვანი გარსი ძალიან მორცხვია. როდესაც შენ

წითლდები მორიდებისაგან, ისიც წითლდება.


9. არ გეცოდინებოდათ, რომ სინამდვილეში სიბნელეში ვანათებთ, უბრალოდ, ჩვენი თვალები

არ გვაძლევენ საშუალებას, ეს ნათება დავინახოთ.


10. ცხიმისა და კუნთის ყოველ კილოგრამზე შენი ორგანიზმი ქმნის 10 კილომეტრ ახალ

სისხლძარღვებს.


11. გაგეცინება, როცა გაიგებ, რომ ადამიანის დნმ 50%-ით ემთვევა ბანანის დნმ-ს.


12. ადამიანის თითები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მთელი პლანეტის სიდიდის რომ

ყოფილიყვნენ, მაინც შეიგრძნობდი განსხვავებას სახლსა და ავტომობილს შორის.


13. შენი ჭიპი ნამდვილი ჯუნგლია. მასში ათასობით ბაქტერია ცხოვრობს, რომლებიც ამ

მასშტაბებისათვის უზარმაზარ ეკოსისტემას ქმნიან.


14. თვალის ბროლი რომ არა, შევძლებდით ულტრაიისფერი გამოსხივების დანახვას. ზოგჯერ

ადამიანები, რომლებსაც თვალის ბროლის მოშორების ოპერაცია ჩაუტარდათ, ხედავენ

ულტრაიისფერ გამოსხივებას.


15. ყოველ ჩვენგანს აქვს ტიტანური ძალა, რომელიც ჰერკულესის ძალას შეიძლება

გაუტოლდეს. უბრალოდ, ჩვენი კუნთები იმაზე ბევრად ძლიერია, ვიდრე გვეჩვენება. მაგრამ

ჩვენი ორგანიზმი სპეციალურად უდებს ზღვარს ამ ძალას, რათა არ დავიზიანოთ

სისხლძარღვები და კუნთები. ამ ზღვარის მოხსნა შეუძლია ადრენალინს- სწორედ ამ

ნივთიერების ზემოქმედებით შეუძლიათ ადამიანებს ავტომობილების ჰაერში წამოწევა.


16. ჩვენი თმის საფარით შიმპანზეს თუ შევედრებოდით. მაგრამ მათი უმეტესობა არ არის

საჭირო და იმდენად პატარა და თხელია, რომ შეუიარაღებელი თვალით შეუმჩნეველია.


17. ადამიანის თვალი იმდენად მგრძნობიარეა, რომ, დედამიწა ბრტყელი რომ ყოფილიყო,

ღამე მანათობელი სანთლის შუქს 30 კილომეტრის დაშორებით შეამჩნევდი.


18. ჩვენ ვართ გრძელ მანძილზე საუკეთესო მორბენალები დედამიწაზე. ყველაზე სწრაფ

ცხოველებსაც კი შევეჯიბრებოდით ამაში. ვერ დაიჯერებ, მაგრამ რამდენიმე ათასი წლის წინ,

ჩვენ შეგვეძლო იმდენი ხანი გვედევნა მომავალი ნანადირევი, სანამ დაღლილობისაგან არ

მოკვდებოდა.


19. ადამიანის ძვლები ისეთივე მაგარია, როგორც გრანიტი. ასანთის ყუთის ზომის ძვლის

პატარა ნატეხს შეუძლია გაუძლოს 9 ტონა მასას.


20. შენი სხეული განუწყვეტლივ მოძრაობაშია. ყოველ წამს ის 25 მილიონ ახალ ქსოვილს

ქმნის.


21. ადამიანი ყოველ თვე სრულიად ანახლებს თავის კანს. საერთო ჯამში, ცხოვრების

მანძილზე 40 კილოგრამ კანს „იცვლი".


22. ადამიანის ტვინი კომპიუტერივით რომ მუშაობდეს, მას შეეძლებოდა წამში 38 000

ტრილიონი ოპერაციის შესრულება. ამ რიცხვთან ახლოს ვერ მივა მსოფლიოში ყველაზე

ძლიერიკომპიუტერიც კი, რომელსაც ამის 0,002%-ის შესრულება შეუძლია.


23. მარტოობა არა მხოლოდ დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს, არამედ მას შეუძლია

ფიზიკური ტკივილის გამოწვევა. ეს ალბათ აგიმაღლებს მოტივაციას, მეტი იურთიერთო სხვა

ადამიანებთან.


24. ყველას გაგვიგონია, რომ ღვთის სახედ და ხატად ვართ შექმნილნი. მართლაც, ჩვენი

შეერთებული ნეირონები ძალიან ჰგავს სამყაროს სტრუქტურას.


25. შენი თვალების მაფოკუსირებელი კუნთები დღეში დაახლოებით 10 000 მოძრაობას

ასრულებს. ფეხის კუნთებიც ამ დონეზე რომ ავარჯიშო, ყოველდღიურად დაახლოებით 80

კილომეტრის გავლა მოგიწევს.


26. ჩვენი უჯრედების დაახლოებით 90% სოკოებისა და ბაქტერიებისაგან შედგება. ცუდი

შეგრძნებაა, არა?


27. ინტუიცია არ გიღალატებს. ყველასათვის ცნობილი ხუთი გრძნობის ორგანოს: სმენის,

მხედველობის, შეხების, ყნოსვისა და გემოვნების, გარდა, შენ გაქვს 15 „სხვა" გრძნობა. მათ

შორისაა ბალანსი, ტემპერატურა, ტკივილი, დრო, ინტუიცია, გარდა ამისა, ხრჩობის,

წყურვილისა და დანაყრების შინაგანი გრძნობები და სხვა.


28. დიდი ხანია, რაც საიდუმლო აღარაა, რომ მამაკაცები ცუდად არჩევენ ფერებს,

განსაკუთრებით- კი მათ ტონალობებს. ადამიანების უმეტესობას აქვს ფერის რეცეპტორების 3

ტიპი, ზოგიერთ ქალს კი- 4 და 5-იც კი. ეს სუპერ შესაძლებლობა მათ საშუალებას აძლევს,

დაინახონ ფერების უფრო მდიდარი სპექტრი.


29. მიზეზი, რის გამოც ვტირით, გავლენას ახდენს ჩვენი ცრემლების ფორმაზე. თუ ცრემლებს

მიკროსკოპში შევხედავთ, მწუხარების, ბედნიერებისა და ხახვის ჭრის დროს წამოსული

ცრემლები სრულიად განსხვავებულად გამოიყურება.


30. შენ ბევრად მდიდარი ხარ, ვიდრე გგონია. თითოეული ჩვენგანის ორგანიზმში არის 0,2

მილილიტრი ოქრო, რომელიც სისხლში გვაქვს. იმისათვის, რომ მართლა გამდიდრდე,

დაგჭირდება 40 000 ადამიანის სისხლი.


31. ჩვენი გაუმაძღარი ტვინი იყენებს 20%-ს იმ კალორიებისა და ჟანგბადისა, რომელსაც

ორგანიზმი მოიხმარს. თავად ტვინი კი ორგანიზმის მასის 2%-ს შეადგენს.


32. მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია „სინესტეზია", გვაძლევს საშუალებას, შევიგრძნოთ ერთი

გრძნობა სხვა გრძნობის ორგანოს მეშვეობით. მაგალითად, ზოგიერთმა ადამიანმა შეძლო,

გაესინჯა ბგერა ან გაეგონა ფერი.


33. თითქოს და სასიცოცხლოდ აუცილებელი სუნთქვის შესძლებლობა განპირობებულია უფრო მეტად ნახრშიროჟანგის დაგროვებით, ვიდრე ჟანგბადის აუცილებლობით. რომ არსებობდეს სხვა გზა ორგანიზმიდან ნახშიროჟანგის გამოსადევნად, ჩასუნთქვა გაგვჭირდებოდა წუთში დაახლოებით ერთხელ.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner