logo_geo
eng_logo
ერდოღანმა ტრამპს მოუწოდა, სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს
- +

25 იანვარი. 2018. 11:51



თურქული გამოცემა „Turkiye"-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრისას ვაშინგტონს მოუწოდა, სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდება შეწყვიტოს.


გამოცემის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა სირიაში მიმდინარე „ზეთისხილის ტოტის" ოპერაცია განიხილეს. ორი ქვეყნის პრეზიდენტები შეთანხმდნენ, მჭიდრო კონტაქტი შეინარჩუნონ სირიის კრიზის გადასაჭრელად.


თურქეთი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ აშშ სირიელ ქურთებს უჭერს მხარს. ოფიციალურ ანკარას არაერთხელ განუცხადებია, რომ ვაშინგტონი სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის შეიარაღების მიწოდების გამო შეცდომას უშვებს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner