logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინოს
- +

25 იანვარი. 2018. 11:56



ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


ამასთან დაკავშირებით, თეთრი სახლი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს მოუწოდა, სირიაში თურქი სამხედროების ქმედებები შეზღუდოს და თავიდან აიცილოს მსხვერპლი მოსახლეობას შორის.


თეთრი სახლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში აშშ-ს პრეზიდენტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ აფრინში ძალადობის ესკალაცია ხელს შეუშლის სირიაში საერთო მიზნების მიღწევას.


„აშშ-ის პრეზიდენტმა თავის თურქ კოლეგას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინოს და თავიდან აიცილოს ნებისმიერი ქმედება, რამაც შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის. პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონმა და ანკარამ ყურადღება უნდა გაამახვილონ საერთო მიზანზე, „ისლამური სახელმწიფოს" საბოლოო დამარცხებაზე", - ნათქვამია განცხადებაში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner