logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ეს ჯაფარიძე იდიოტია?!
- +

25 იანვარი. 2018. 15:02


ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი „გირჩის" ლიდერ ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:


„ეს ჯაფარიძე იდიოტია?!

 

რა 24 საათი სვამდა გალაკტიონი? ეს სისულელე იმდენჯერ მოვისმინე ახალგაზრდობაში, რომ პოეტებს ვკითხე - შოთა ნიშნიანიძეს და ხუტა ბერულავას. მათაც და სხვებმაც, ვინც გალაკტიონს იცნობდა, ყველამ მითხრა, რომ მთვრალი ვერაფერს დაწერდა და არც ერთი გენიალური ლექსი მთვრალს არ დაუწერია. ეს იყო მისი ნიღაბი, რომ მოშურნეებისა და იმდროინდელ რეჟიმის მესვეურთათვის საშიშად არ წარმოჩენილიყო.

 

გაიხსენეთ გალაკტიონის ლექსი „უკანასკნელი მატარებელი". ეს ლექსი 1937 წელს დაწერა. მთვრალმა დაწერა? ვინც იმდროინდელი რეპრესიების შესახებ იცის, ვისაც მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, ევგენი მიქელაძის, პაოლო იაშვილის და ოლღა ოკუჯავას შესახებ სმენია, გაუკვირდება პოეტის შიში?!

 

უფრო მეტიც, ისიც კი მითხრეს, ღვინოს წვერზეც კი ისხამდა, - ხალხს მთვრალი ვეგონებიო.

 

როგორ შეიძლება ჯაფარიძისეული ამებური აზრების ტირაჟირება სააგენტოებით?!" - წერს მძინარაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner