ჟურნალისტი ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„დედაგაწირულთა თაობა!
რატომ გაწირეთ დედები კაბალური შრომისთვის?
რატომ გაუშვით ჩვენი ნაფერები ქალბატონები, თქვენი კუჭის ამოსაყორად საზღვარგარეთ? კარგია მათი დაკოჟრილი ხელებით გამოგზავნილ ფულზე გულაობა?
კარგია ბარები-რესტორნები, ნაშები და მოსაწევ-შესასუნთქ-გასაჩხერი?
თქვე დედაგაწირულებო და სახეახეულებო, ჯერ მშობლები დააბრუნეთ და მერე უჩხიკინეთ კანონს და სახელმწიფოს!" - წერს ლალი მოროშკინა.