სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის საქმეზე პანკისის კიდევ ერთი მკვიდრი - ასლან ქავთარაშვილი დაიკითხა.
როგორც „ინტერპრესნიუსს" ქავთარაშვილის ადვოკატმა ინგა ბოლოთაურმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მოწმის სტატუსით დაიკითხა და სამართალდამცველების მიერ დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა.
მისივე ინფორმაციით, ასლან ქავთარაშვილს ახმედ ჩატაევთან ნაცნობობა არ აკავშირებდა.
„ინტერპრესნიუსი" ქავთარაშვილის დედასაც ესაუბრა. ლია ხანგოშვილის ირწმუნება, რომ მის შვილს ჩატაევსა და მისი დაჯგუფების წევრებთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებული ხიზირ (რამაზ) მარგოშვილი დაკავების დროს თბილისში სწორედ ასლან ქავთარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.
ასლან ქავთარაშვილი თბილისში სწავლობს. ის ერთ-ერთ უბანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს.