logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: მაქვს რწმენა რომ 45 აბი სუბოტექსი მხოლოდ მოხმარებისთვის არ ჰქონდა
- +

25 იანვარი. 2018. 20:52


 

„ადამიანი, რომელიც ფლობს 45 აბ ნარკოტიკულ საშუალებას, როგორც მომაწოდეს ინფორმაცია ეს დაახლოებით არის 30 000 ლარის ღირებულების თუ მეტის. ეს ჩემთვის როგორც მოქალაქისთვის დაუჯერებელია და ჩემს რწმენას კიდევ უფრო მეტად ამყარებს, რომ ეს მხოლოდ მოხმარებისთვის არ იყო. ჩემი განწყობა ამას გამოხატავდა, რომ მას ჰქონდა სხვა მიზნები", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა tvპირველის ეთერში განაცხადა.

 

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ ჩემი პოზიცია არ უკავშირდებოდა ამ საკითხის პირველ ნაწილს - სამართლებრივ მხარეს. მე არ მიკამათია იმაზე რამდენად დასაბუთებული იყო პროკურატურის ბრალეულობა, რამდენად სწორი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ. თუმცა, მინდა დავსძინო რომ მოსამართლემ სცნო გადაწყვეტილება, რომ ეს არა მხოლოდ მოხმარებისთვის იყო, არამედ იყო სხვა მიზნებისთვის. არსებობს სხვა ინსტანციებიც, რომელსაც ბრალდების მხარე აუცილებლად გამოიყენებს. რაც შეეხება იმას რაღაცა გადაცდომებს ჰქონდა თუ არა ადგილი პროკურატურის მხრიდან, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სათანადოდ იქნება გამოძიებული.

 

ადამიანურად კარგად მესმის მისი ახლობლების, რომლებსაც გული შეტკივათ ამ თემაზე. მე არ დამირღვევია უდანაშაულობის პრეზუმფცია და როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება იქნა გამოცხადებული, მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთე შეფასება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.


გადაცემის წამყვანის კითხვაზე, რომ მან განცხადება გააკეთა, რომ მძღოლს გამოატანა 843 აბი, ხოლო ამაზე სასამართლოს გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს გამოტანილი. წილოსანი ასე პასუხობს:

 

„რამდენადაც ვიცი მაგ თემაზე ბრალდებულიც არ არის. მხოლოდ ერთი ადამიანის ჩვენებით არ შეიძლება ადამიანი ბრალდებული რომ იყოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ამ ადამიანის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკა არ მოქმედებდა", - განაცხადა ნინო წილოსანმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner