logo_geo
eng_logo
„სიამოვნებით წარმოვადგენ გრანდიოზულ შოუს“ - ეროს რამაზოტი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება
- +

24 აპრილი. 2016. 10:40


„კონცერტზე ყველაფერი კარგად იქნება და მხოლოდ საუკეთესო სიმღერებს ვიმღერებ. მაყურებელს გააჩნია, როგორ მიმიღებს. რა თქმა უნდა, მე მაქსიმუმს გავაკეთებ",- აცხადებს იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი, რომელიც დღეს სპორტის სასახლეში კონცერტს გამართავს.

 

 

მსოფლიო ტურის (The Perfetto World Tour) ფარგლებში იტალიელი ვარსკვლავი ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან Perfetto - აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია. ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასთვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: Terra Promessa, Più Che Puoi, Cose Della Vita, Più Bella Cosa, Adesso Tu, Se Bastasse Una Bella Canzone... კონცერტი 20:00 საათზე დაიწყება.


„არასდროს მიმღერია საქართველოში! სიამოვნებით წარმოვადგენთ გრანდიოზულ შოუს დედაქალაქში და მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ მსმენელმა ისიამოვნოს. იმედი მაქვს, ეს არ იქნება პირველი და უკანასკნელი კონცერტი თბილისში", - ამბობს მომღერალი.


კონცერტზე მისული მაყურებელი გრანდიოზულ შოუს იხილავს; ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით.

ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის Check in Georgia ფარგლებში იმართება. 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner