საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
,,მე როგორც დედას, მინდა ვიცოდე, რომ ჩემი შვილები დაცული იქნებიან ნარკოტიკების ზიანისგან. მხარს ვუჭერ პრევენციის ძლიერ სისტემას; ნარკოდამოკიდებულთათვის მკურნალობის და რეაბილიტაციის პროგრამებს; ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან და გასაღებასთან კი ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. ამ სფეროში არსებულ გამოწვევებს ახლებური გააზრება და პრაგმატული გადაწყვეტა სჭირდება", - წერს ნინო წილოსანი.