ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ძვირფასო ახალგაზრდებო, გთხოვთ გემუდარებით გეაჯებით... ნუ გაიმეორებთ ჩემი თაობის შეცდომას და ნუ დაღუპავთ მთელ თაობას ნარკოტიკებში. ჯანსაღი, ცხოვრების წესს გაუკეთეთ პროპაგანდა და მოაწყვეთ მანიფესტაფიები და მიტინგები, ახალგაზრდების დასაქმებისთვის, ახალგაზრდების სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელმისაწვდომობისთვის და ნახავთ, ნარკოტიკებიც თვითონ როგორ „ლიბერალიზდება"..." - წერს ფოფხაძე.