logo_geo
eng_logo
ბან კი მუნმა წუხილი გამოთქვა, რომ საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა
- +

24 აპრილი. 2016. 10:45


საქართველო არის კარგი მაგალითი ბევრი ქვეყნისთვის", -ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრისას განაცხადა.



მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, გაერო-ს გენერალური მდივანი საქართველოს მთავრობის მეთაურს გუშინ ტელეფონით დაუკავშირდა და წუხილი გამოთქვა, რომ დღის წესრიგის მოულოდნელი ცვლილების გამო, საქართველოში ვიზიტის გადადება მოუხდა.



ბან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ პროგრესს. გაერო-გენერალურმა მდივანმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გაერო-აქტიური ჩართულობის მზადყოფნა გამოთქვა, რისთვისაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მას მადლობა გადაუხადა", - წერია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.



თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა გამოხატა მზადყოფნა, ბან კი მუნს მისთვის სასურველ დროს უმასპინძლოს საქართველოში.  მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ შეხვედრა ასევე შედგება გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner