logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: მარგველაშვილი მართლმსაჯულების საბოტაჟს ახორციელებს!
- +

26 იანვარი. 2018. 01:23


 

„მარგველაშვილმა თქვა, რომ თურმე „ქართულმა ოცნებამ" უღალატა ღირებულებებს, როდესაც მკვლელები, ყაჩაღები და ნარკორეალიზატორები ციხეში ჩასვა. ეს არის ის, რაზეც არაერთგზის ვთქვი, რომ მოქმედი პრეზიდენტი ახორციელებს მართლმსაჯულების საბოტაჟს", - ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემაში „რეაქცია" განაცხადა.

 

„მას შემდეგ რაც მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმის ეპიზოდში სააკაშვილი გამოაცხადა პოლიტიკური დევნის ობიექტად, მას შემდეგ მან დაკარგა არა მარტო პრეზიდენტობის მორალური უფლება და მოქალაქის მორალური უფლება, არამედ ის ცივილიზებული ადამიანების ველიდან გავიდა.

 

ის, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვერ ვნებს საქართველოს ისე როგორც ვნებდა სააკაშვილი, ეს განპირობებულია არა მისი კეთილი ნებით, არამედ უფლებამოსილებებით. სულ ორი ინსტრუმენტი აქვს, ყაისნაღის გარდა, ეს არის ვეტო და შეწყალება", - განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner